მთავარი სერვისები

კონსულტაციის დაგეგმვა

კომპილაცია და რეპორტინგი
კომპილაცია და რეპორტინგი

 

კომპილაციური გარიგებების შესრულების მიზანია, ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში არსებული ჩვენი ცოდნის და გამოცდილების გამოყენებით, სუბიექტებს დავეხმაროთ ფინანსური ინფორმაციის მომზადებასა და წარდგენაში, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.

კომპილაციური ტიპის გარიგებებზე განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა უკანასკნელი წლების განმავლობაში რადგან მესამე ზომითი კატეგორიის საწარმოებს მოეთხოვებათ როგორც მინიმუმ მსს ფასს სტანდარტის შესაბამისი არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება.

ეკოვისის გუნდი გთავაზობთ:

მესამე კატეგორიის კომპანიის/ჯგუფის სრულ მხარდაჭერას მსს ფასს-ის შესაბამის წლიური ანგარიშგების მომზადებაში, რაც შესაბამისობაში იქნება კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

პირველი და მეორე ზომითი კატეგორიის კომპანიის/ჯგუფის მიერ ანგარიშგების მომზადების პროცესის სრულ მხარდაჭერას აუდიტორთან ურთიერთობის ჩათვლით.