ECOVIS Georgia-ს მნიშვნელოვანი წარმატება - კომპანიას მეორე კატეგორიის აუდიტორის სტატუსი მიენიჭა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა დაასრულა შპს ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის პროცესი და აუდიტის შერჩეული გარიგებების და ფირმის პოლიტიკისა და პროცედურების მონიტორინგის შედეგად სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია რომ ECOVIS Georgia-სთვის მინიჭებოდა მეორე კატეგორიის აუდიტორის სტატუსი.
აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში სათანადოდ შეფასდა ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანიაში განხორციელებული ცვლილებების შედეგები, რისი მიზანიც იყო ხარისხზე და კვალიფიკაციაზე ორიენტირებული მარწმუნებელი მომსახურების შეთავაზება ადგილობრივ ბაზარზე.
მარეგულირებლის მიერ მონიტორინგი განხორციელდა ორ დონეზე: აუდიტის გარიგების დონეზე შესრულებული სამუშაოების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით და ფირმის დონეზე – ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტებთან (ხკსს 1) და რეგისტრაციის წესებთან შესაბამისობის კუთხით.
შედეგად ფირმას მიენიჭა საზოგადოებრივი დაინტერესების პირების აუდიტის უფლებამოსილება გარკვეული შეზღუდვებით, რაც ეხება პირველი კატეგორიის სდპ კომპანიებს და ჯგუფებს.
ECOVIS Georgia-ს საქმიანობის აღიარება და წარმატება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფირმის შემდგომი განვითარებისათვის, რაც გამოიხატება შემდეგში:
- ჩვენი მომსახურების ხარისხი და კვალიფიკაცია აღიარებულია რეპუტაციული ორგანოს მიერ, რომელიც ობიექტურად აფასებს ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი ფირმების სამუშაო პრაქტიკას და ხარისხის კონტროლის სისტემას;
- გვეძლევა საშუალება უფრო დარწმუნებით მივაწვდინოთ ხმა იმ კომპანიებსა და ჯგუფებს, ვინც ეძებს კვალიფიციურ ალტერნატივას და მაღალხარისხიან მომსახურებას;
- კომპანიის პარტნიორებს და თანამშრომლებს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და სადაზღვევო კომპანიებთან და დღემდე სდპ სტატუსის არქონის გამო, შეზღუდული გვქონდა აღნიშნული კომპანიების საქმიანობის აუდიტის უფლებამოსილება;
- გაჩნდა შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ სახელმწიფო მონაწილეობით შექმნილ საწარმოებთან, რომელთაც მინიჭებული აქვთ სდპ-ს სტატუსი;
- დაინტერესებულ პირებს შეგვიძლია შევთავაზოთ საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული მარწმუნებელი მომსახურება, რისი უფლებამოსილებაც, როგორც წესი აქვს მეორე ან პირველი კატეგორიის აუდიტორულ ფირმას;
- იმ კომპანიებისთვის, ვისაც უკვე ვემსახურებით, ECOVIS Georgia-ს წარმატება წარმოადგენს დამატებით არგუმენტს, რომ მათი აუდიტორის კვალიფიკაცია და ხარისხი აღიარებულია მარეგულირებელი ორგანოს მიერ, რაც ავტომატურად ზრდის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების სანდოობის ხარისხს არსებული და პოტენციური ინვესტორების ან სხვა დაინტერესებული მხარისთვის;
- კაპიტალის ბაზრის შემდგომ განვითარებასთან ერთად, გვეძლევა საშუალება ვითანამშრომლოთ ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე აქტიურ კომპანიებთან და ჯგუფებთან.
თუ ეძებ რეალურ ალტერნატივას ჩანიშნე გასაუბრება კომპანიის პარტნიორთან და გაიგე მეტი, რას გთავაზობს ECOVIS Georgia!