მთავარი სიახლეები
ECOVIS Georgia აუდიტორული ფირმების ყოველწლიურ რეიტინგში მე-8 ადგილზე დაწინაურდა
ECOVIS Georgia უმსხვილესი ქართული აუდიტორული ფირმების ყოველწლიურ რეიტინგში მეათედან მე-8 ადგილზე დაწინაურდა. 
Saras-ის მიერ გასაჯაროვებული აუდიტორული კომპანიების რეიტინგი გამოცემა FORBES-მა გამოაქვეყნა. ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების სიის სათავეში საერთაშორისო ბრენდები დომინირებენ. 
2021 წელს 15 უმსხვილესი ფირმის შემოსავალი აუდიტორული საქმიანობიდან 54 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. ოთხწლიან ჭრილში კი აუდიტორების შემოსავლები თითქმის 44%-ით არის გაზრდილი.

აუდიტორული სექტორის შემოსავლების მატებას ქვეყანაში ფინანსური გამჭვირვალობის რეფორმაც უწყობს ხელს. კომპანიებს, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საკუთარი ფინანსური ანგარიშების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება დაეკისრათ. რეფორმის შედეგად, ასობით კომპანიამ – მსხვილმა თუ საშუალომ – საკუთარი წლიური შედეგები გაასაჯაროვა. ამან კი, თავის მხრივ, აუდიტორების მომსახურებაზე მოთხოვნა გაზარდა.

გაზიარება