Ecovis Georgia-სა და საჯარო აუდიტის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მხარეების მიზანია, ხელი შეუწყონ საჯარო სექტორის სერტიფიცირებულ აუდიტორთა ახალი თაობის შექმნა-განვითარებას, შრომის ბაზარზე ორიენტაციას, აუდიტორული სფეროთი დაინტერესებული პირების სტაჟირება/დასაქმებას. ასევე, აუდიტორული სამუშაოს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას
პარტნიორების შეთანხმების თანახმად, აუდიტის თემებით დაინტერესებულ ახალ კადრებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს გააძლიერონ საჯარო სექტორის აუდიტირების მიმართულება