აქტივების შეფასება
ქონების შეფასება (ღირებულების დადგენა) შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა საჭიროებისთვის, მაგალითად: ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის (IFRS), აქტივის ღირებულების დადგენის მიზნით, დამკვეთისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საბანკო და საგადასახადო გირავნობის უზრუნველყოფის მიზნებისთვის, კომპანიის საწესდებო კაპიტალში შეტანის, ან დავების სასამართლოში გადაწყვეტის მიზნებისთვის. თავის მხრივ, შეფასებული ღირებულება შეიძლება იყოს საბაზრო, რეალური (სამართლიანი), საინვესტიციო და ა.შ..
Ecovis Georgia გთავაზობთ - შეფასების საერთაშორისო სტანდარტების (IVS) შესაბამისად:
- უძრავი ქონების შეფასებას:
მიწა, კომერციული ფართი, საწარმოო/სასაწყობე ფართი, კომპლექსური და სპეციალიზირებული ქონება და სხვა.
- მოძრავი მატერიალური ქონების შეფასებას:
სატრანსრპორტო საშუალებები, საგზაო და სამშენებლო ტექნიკა, აღჭურვილობა მოწყობილობები, მანქანა დანადგარები, საწარმოო ხაზები და სხვა.
- მოძრავი არამატერიალური ქონების შეფასებას:
(ფასიანი ქაღალდები, აქციები, გუდვილი, ლიცენზიები და სხვა)
- ბიზნესის/წილების შეფასებას
- შესყიდვის ფასის განაწილებას.
ფინანსური ანგარიშგების მიზნებისთვის ქონების შეფასების მომსახურება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- იდენტიფიცირებული შესაფასებელი ქონების ვიზუალური დათვალიერება და ინსპექტირება;
- ბაზრის და კომპანიის ანალიზი;
- შეფასების სწორი მიდგომების და მეთოდოლოგიის შემუშავება და შეთანხმება კომპანიასთან და აუდიტორთან;
- შეთანხმებული მეთოდოლოგიით პირველადი კალკულაციების მომზადება ღირებულების დადგენის მიზნით და მნიშვნელოვანი საკითხების შეთანხმება;
- ანგარიშის სამუშაო ვერსიის შეთანხმება და საბოლოო ვერსისს დამკვეთისთვის წარდგენა შეთანხმებულ ვადებში.
ბიზნესის შეფასება
სუბიექტებს შორის წილების ყიდვა/გაყიდვაზე გარიგებების დადების, ან მეწილეების, თუ ინვესტორების წინაშე არსებული სხვა მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია დადგეს დამოუკიდებელი და კვალიფიციური ექსპერტის მიერ ბიზნესის შეფასების საჭიროება.
ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია
ბევრ კომპანიას არ აქვს სათანადო დროითი რესურსი, ან შესაბამისი გამოცდილება, რომ საკუთარი ძალებით წარმართოს კომპანიის საკუთრებაში არსებული ან მესამე მხარის მიერ მობარებული აქტივების ინვენტარიზაცია და დადარება სააღრიცხვო ჩანაწერებთან.
კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების ზუსტი, გამართული და სრული ინფორმაციის შემცველი რეესტრის ქონა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და კრიტიკული საკითხია კომპანიის შიდა კონტროლის სისტემასა და პრიორიტეტებში.
როგორც ძირითადი საშუალებების, ასევე, სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცია შრომატევადი პროცესია, რომელიც სათანადო შედეგის მისაღებად მოითხოვს შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამიანების ჩართულობას და პროცესის სწორი მიმართულებით გაძღოლას.
ECOVIS Georgia გთავაზობთ აღნიშნული პროცესის სრულ ან ნაწილობრივ წარმართვას დამკვეთის მიზნების და პრიორიტეტების გათვალისწინებით. ჩვენი სამუშაო პრაქტიკის გათვალისწინებით, შემუშავებული გვაქვს ამ მომსახურების სხვადასხვა კონფიგურაციის პაკეტები.
ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ კვალიფიციური მომსახურება სხვადასხვა ზომის კომპანიებს ასეთი სახის მომსახურების საჭიროების შემთხვევაში.
პროფესიონალიზმი, საქმისადმი ინდივიდუალური მიდგომა და მაღალი ხარისხის მომსახურება, ეს სამი ძირითადი თეზისია, რომელსაც ჩვენი გუნდი ეყრდნობა.
თუ გჭირდებათ დამატებითი დეტალები ჩვენი სერვისების შესახებ მოგვწერეთ ან დაგვიტოვეთ საკონტაქტო და თავად დაგიკავშირდებით.