მთავარი სიახლეები
შემოსავლების სამსახურმა და ECOVIS Georgia-მ infohub.rs.ge-ის კონცეფცია წარადგინა

 

შემოსავლების სამსახურმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ახალი, ერთიანი საგადასახადო/საბაჟო მეთოდოლოგიის პლატფორმა - infohub.rs.ge-ს კონცეფცია და გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
"Infohub" -  გულისხმობს  ერთიან მიდგომებზე დაფუძნებულ ელექტრონულ საინფორმაციო ჰაბს, მონაცემთა საძიებო ონლაინ პლატფორმას, სადაც ცენტრალიზებულად იქნება გაერთიანებული სხვადასხვა ტიპის მონაცემი.

Infohub-ის შექმნის პროექტის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ხოლო საექსპერტო მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში, ECOVIS Georgia-მ შემოსავლების სამსახურს გაუწი დახმარება ერთიან მეთოდოლოგიურ ბაზაში განსათავსებელი საგადასახადო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების სელექციის და კატეგორიზაციის პროცესში.

 

გაზიარება