შემოსავლების სამსახურმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ახალი, ერთიანი საგადასახადო/საბაჟო მეთოდოლოგიის პლატფორმა - infohub.rs.ge-ს კონცეფცია და გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
"Infohub" - გულისხმობს ერთიან მიდგომებზე დაფუძნებულ ელექტრონულ საინფორმაციო ჰაბს, მონაცემთა საძიებო ონლაინ პლატფორმას, სადაც ცენტრალიზებულად იქნება გაერთიანებული სხვადასხვა ტიპის მონაცემი.
Infohub-ის შექმნის პროექტის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ხოლო საექსპერტო მხარდაჭერა უზრუნველყოფილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში, ECOVIS Georgia-მ შემოსავლების სამსახურს გაუწია დახმარება ერთიან მეთოდოლოგიურ ბაზაში განსათავსებელი საგადასახადო პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების სელექციისა და კატეგორიზაციის პროცესში.