მთავარი სიახლეები
ტრენინგები მოგების ახალ გადასახადთან დაკავაშირებით

შპს ATA Partners-ის მმართველმა პარტნიორმა ჩაატარა ტრენინგები კომპანიის კლიენტებისათვის 2017 წლიდან ამოქმედებულ მოგების გადასახადის ახალ, ე.წ. ,,ესტონურ მოდელთან“ დაკავშირებით. სესიის პირველი ნაწილი წარიმართა პრეზენტაციის სახით, სადაც ბატონმა ირაკლიმ დამსწრეებს გააცნო მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელის თავისებურებები. შეხვედრის მეორე ნაწილი გაგრძელდა ინტერაქტიულ, კითხვა-პასუხის ფორმატით. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა ერთად განიხილეს დეკლარაციის ახალი ფორმა. აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდა კლიენტებისათვის ,,ესტონურ მოდელთან“ დაკავშირებით რელევანტური და დეტალური ინფორმაციის მიღების მიმართულებით. ჩვენს კლიენტებთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა მიმართულია მოგების გადასახადის ახალი მოდელის სწრაფი გააზრებისა და დანერგვისათვის.

გაზიარება